April 25, 2024

ქუთაისში რეგიონული ბიზნეს-კონფერენცია მოეწყო

ფონდ ,,აფხაზინტერკონტის“ ორგანიზებით ქუთაისში რეგიონული ბიზნეს-კონფერენცია მოეწყო. ღონისძიება პროექტის ,,საარსებო წყაროების ეფექტური გამოყენება – დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური განვითარება“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ფონდი UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. ბიზნეს-კონფერენციას ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე დაესწრო. ღონისძიებაზე წარადგინეს პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, ასევე, განიხილეს მცირე და საშუალო ბიზნესში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.