May 13, 2024

ქუთაისში აქციის მონაწილეები „ოცნების“ ოფისთან სკანდირებენ

ქუთაისში საპროტესტო აქცია მსვლელობით გრძელდება. აქციის მონაწილეებმა “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს, სადაც ამ წუთებში არიან შეკრებილი. “საქართველო”, “არ რუსულ კანონს”- აცხადებენ ოფისთან მისულები და საყვირებით და შეძახილებით, მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მიმართავენ გამჭვირვალობის კანონპროექტი გაიწვიონ და არ გაჩერდებიან, ვიდრე არ იქნება შედეგი. მსვლელობა დღის ბოლოს მერიასთან გადაინაცვლებს.