May 15, 2024

საპროტესტო აქციამ ქუთაისის მერიასთან გადაინაცვლა

ქუთაისში აქციები გრძელდება. ამ წუთებში ახალგაზრდების საპროტესტო აქცია ქალაქის მერიასთან მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონს აპროტესტებენ. პარალელურად, გაფიცვა გრძელდება ქუთაისის უნივერსიტეტში.

სტუდენტები ლექციებზე დასწრებას და აუდიტორიებში შესვლას არ აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება კანონს უკან არ გაიწვევს.