May 18, 2024

ქუთაისში მეექვსე დღეა სტუდენტების პროტესტი გრძელდება

ქუთაისში სტუდენტების გაფიცვა გრძელდება. ახალგაზრდები მეექვსე დღეა აუდიტორიებში შესვლაზე უარს აცხადებენ და ყოველდღიურად მსვლელობას მართავენ. ახალზრდების თქმით, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება არ გაიწვევს კანონს, რომელიც მათივე თქმით, ქვეყნის დასავლურ მომავალს კეტავს. სტუდენტები დღის ბოლოს მერიასთან გადაიცვლებენ, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან მორიგ აქციას გამართავენ.