May 22, 2024

რა ღონისძიებები გაიმართება ქუთაისში 26 მაისს? – განრიგი

26 მაისს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები ქუთაისში, დავით აღმაშენებლის სახელობის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. „ნიუპრესი“ გთავაზობთ ღონისძიებების განრიგს. 13:00–18:00 სამხედრო ტექნიკის გამოფენა; 13:00–18:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; 13:00-18:00 საგამოფენო სივრცე – „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“; 13:00-19:00 კვების სივრცე; 14:00–18:00 ღია კინო-თეატრი; 13:00-17:00 საბავშვო სივრცე, სახალისო თამაშები; 14:00-16:30 სპორტული შეჯიბრებები: ჭადრაკი, მშვილდის სროლა, ველოსიპედი. გამარჯვებულების დაჯილდოება; 13:00-15:00 ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი; 17:10 ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას! ი.კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდი, ირინე ლომინაძის ხელმძღვანელობით; 19:00-21:00 ჯგუფი “ურსა“, კახაბერი და ხანუმები.