May 23, 2024

რაჭაში მიკროავტობუსი გზიდან გადავარდა, არის მსხვერპლი

ერთი გარდაცვლილი და რამდენიმე დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა რაჭაში.

არსებული ინფორმაციით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, შემთხვევის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.

მიკროავტობუსი, რომელიც გზიდან გადავარდა, ამბროლაური-თბილისის სამარშრუტო ხაზე მუშაობდა.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.