სკ “ქუთაისი 2010” საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ჩემპიონია. ქუთაისურმა კლუბმა გადამწყვეტ საფინალო ბრძოლაში სკ “კავკასიას” 90 : 82 სძლია და ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა.
“ქუთაისი 2010″ ეროვნული სუპერლიგის ჩემპიონია! ვულოცავ ჩვენს კალათბურთელებს, მწვრთნელებს, პირადად კოტე ტუღუშს, გულშემატკივრებს, მთელ ქუთაისს ამ დიდ გამარჯვებას!” – განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.