June 2, 2024

ახალგაზრდობის პარკში ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნა

ქუთაისში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ქუთაისის მერიამ პატარებს ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ახალგაზრდობის პარკში უმასპინძლა.

ბავშვებისთვის პარკში მოწყობილი იყო გასართობი სივრცეები, ჩატარდა სახელოვნებო და სპორტული აქტივობები, ქუთაისის საბავშვო სტუდიების კონცერტი, პატარების მხიარული განწყობის შექმნაზე იზრუნეს ანიმატორებმა, მულტფილმების პერსონაჟებმა და კოსტიუმირებულმა მსახიობებმა.