June 8, 2024

ნიკო მანაგაძის სოლიდარობის აქცია იმართება – პრემიერი თსუ-ში უკანა შესასვლელიდან შევიდა

ქვეყნის პრემიერი ირაკლი კობახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სათადარიგო შესასვლელიდან შევიდა.

პრემიერმა ამ გზით თავი აარიდა საზოგადოების საპროტესტო აქციას, რომელიც გუშინ თსუ-სთან სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნიკო მანაგაძის ცემის გამო იმართება.

უნივერსიტეტთან დღეს დილიდან შეიკრიბნენ სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები.

მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და უნივერსიტეტის დაცვის სამსახური.

შეგახსენებთ, თსუ-ს სტუდენტს ნიკო მანაგაძეს ფიზიკურად გუშინ გაუსწორდნენ. მან გუშინ პრემიერის ლექსიის პარალელურად სტუდენტების აქციის გამართვა დაანონსა.

ცნობისთვის, ნიკო მანაგაძე ქუთაისის #3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია.