June 12, 2024

ხარაგაულში ადიდებულმა მდინარემ ხიდები დააზიანა და გზები დატბორა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ გედსამანიაში. ადიდებულმა მდინარემ უხადურამ დააზიანა ხიდბოგირები, საავტომობილო გზები.

გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ფეხით. გზა დაფარულია ლოდებით და დიდი რაოდენობით ქვა ღორღით.

მოვარდნილმა წყალმა ქუჩიდან ავტომანქანები წაიღო და მდინარის კალაპოტში გადააგდო. სავარგულები დაზიანებულია. დატბორილია ეზოები.

სტიქიის ადგილზე მთელი ღამე იმყოფებოდა ხარაგაულის მერი. მიმდინარეობს შესაბამის სამუშაოები.