June 13, 2024

გემო ფესტში იმერეთის 18 მეწარმე და მზარეული მიიღებს მონაწილეობას

კულინარიული ფესტივალი ქუთაისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ფესტივალი გაიმართება.

15 და 16 ივნისს ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში კვების სივრცეები, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი, გასართობი სივრცეები და ფოტო ზონები მოეწყობა.

ქუთაისელებსა და ქუთაისის სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები.

გემო ფესტის ფარგლებში გაიმართება კონცერტი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებით, ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.