ცაგერის სოფლებში სეტყვამ მოსახლეობა დააზარალა. ადგილობრივების თქმით, ლასურიაში, წილამიერში, ჩხუტელში, ლაჯანაში, დეხვირში ძლიერმა სეტყვამ მოსახლეობას მოსავალი გაუნადგურა.
მათივე თქმით, სეტყვა დილით იყო. ვენახების და სახნავ-სათესი ფართობების გარდა, სოფლების ნაწილში ასევე დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები.