June 22, 2024

ბუდუს ქალაქიდან, ბუდუს უბნიდან – ქუთაისში საგულშემატკივროდ ახალგაზრდობის პარკში იკრიბებიან

საორგანიზაციო ჯგუფი „არა რუსულ რეჟიმს“ საქართველო-ჩეხეთის მატჩის ტრანსლირებას აანონსებს და გულშემატკივრებს ახალგაზრდობის პარკში 16:30 წუთიდან იწვევს.

,,22 ივნისს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონანტზე მეორე მატჩს გამართავს. საქართველო – ჩეხეთი, მატჩის დაწყების დრო: 17:00 სთ. გელოდებით საქართველოს ევროპული მომავლის გულშემატკივრებს საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ. ბუდუს ქალაქიდან, ბუდუს უბნიდან (მის.: ახალგაზრდობის პარკი) ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ოქროს ბიჭებს!

ყველაფერი აქვს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს გასამარჯვებლად. მთავარია, ხვალ მცირედ იღბალმაც გაგვიღიმოს”, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველო-ჩეხეთის მატჩი საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.