June 26, 2024

ქუთაისში მდინარე ოღასყურა ადიდდა და მიმდებარე ქუჩები დატბორა

ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად მდინარე ოღასკურა კაპალოტიდან გადმოვიდა. წყალმა სრულად დატბორა ბუხაიძის ქუჩა.

ადგილობრივების თქმით, მოვარდნილი ნალექის შედეგად სრულიად დაზიანდა ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილები, დაიტბორა კორპუსების სარდაფები, ასევე წყალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების და მაღაზიების პირველი სართულები.

ამ დროისთვის მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

წვიმამ პრობლემები შექმნა ასევე სხვა ქუჩებზე. სტიქიის ზონებში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.