July 4, 2024

ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია

ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს სუპერთასის გამარჯვებულია. ქუთაისური გუნდი ტურნირის ფინალში „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდა და ანგარიში 2:1 დასრულდა.

ანგარიში ტორპედოელებმა გახსნეს და მეტოქის კარში მეორე გოლიც გაიტანეს, თუმცა 85-ე წუთზე დინამოს ფეხბურთელმა ანგარიში შეამცირა.

“ტორპედო” საქართველოს სუპერთასს მესამედ დაეუფლა. პირველი ორი წარმატება გუნდმა 2018 და 2019 წლებში მოიპოვა.