ქუთაისის ოპერის თეატრი 55-ე თეატრალურ სეზონს დახურავს 12 ივლისს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 55-ე თეატრალურ სეზონს დახურავს – საკონცერტო შესრულებით წარმოდგენილი იქნება გამოჩენლი ქართველი კომპოზიტორის ოთარ თაქთაქიშვილის ოპერა „მინდია“, რომელიც კომპოზიტორის დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება. „მინდიას“ შესრულებაში თეატრის მთავარი დირიჟორის რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებენ თეატრის სოლისტები – არმაზ დარაშვილი (მინდია), მარიკა მაჩიტიძე (მზია), ლევან ტაბატაძე (ჩალხია), გივი გიგინეიშვილი (ხევისბერი), ემილ ჩარგაზია (მაცნე), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი – ნათია გოგუაძე) და ორკესტრი. ქუთაისის ოპერის თეატრის 55-ე თეატრალური სეზონის დახურვა გაიმართება ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრში. დასაწყისი 19:00 საათზე.
July 12, 2024