ონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ერთი არასრულწლოვანია.
შემთხვევის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.