July 20, 2024

გორდში „მთის დღე“ აღინიშნება

დღეს, 20 ივლისს, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორში სხვადასხვა აქტივობა გაიმართება.

მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, გაიმართება საბავშვო და გასართობი ღონისძიებები, მომზადდება ტრადიციული იმერული კერძები.

დამსწრეთა განწყობაზე დიჯეი და რამდენიმე ცნობილი მუსიკალური ბენდი იზრუნებს.

ცნობისთვის, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში „მთის დღეები 2024“ 13 ივლისს დაიწყო.