August 5, 2024

უცხოური ენების აბიტურიენტთა პირველადი შედეგები გამოქვეყნდა

უცხოური ენების აბიტურიენტთა პირველადი შედეგები გამოქვეყნდა – ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც.

ვრცლად იხილეთ ბმულზე“, – ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.