August 8, 2024

ქუთაისის თვითმმართველობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს

აგვისტოს ომთან დაკავშირებით ქუთაისის თვითმმართველობის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს.

2008 წლის აგვისტოის ომიდან 16 წელი გავიდა.

2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.