August 10, 2024

ქუთაისში 12 აგვისტოს ახალგაზრდობის დღის აღნიშვნა იგეგმება

12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გიწვევთ ქუთაისში! – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. ღონისძიებები 16:00 სთ-დან თეთრი ხიდის მიმდებარედ, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერთან გაიმართება, სადაც ახალგაზრდული სივრცეები სხვადასხვა ინტერესის მქონე ახალგაზრდებისთვის იქნება მოწყობილი. გაიმართბა ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, “ახალგაზრდულ ინიციატივებში” გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია. 18:00 სთ-ზე კი დაიწყება კონცერტი, ლინდა ადამიასა და ბენდი ¼-ს მონაწილეობით. ღონისძიებას დაასრულებს ელექტრონული მუსიკა.