August 31, 2024

რიკოთის გვირაბში ერთმანეთს 6 ავტომანქანა შეეჯახა

რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს 6 ავტომანქანა შეეჯახა.

არსბეული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარის გამო საავტომობილო მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო, თუმცა ის ამ დროისთვის აღდგენილია.

ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.