September 7, 2024

შუქრუთელების საპროტესტო აქცია თბილისში გადაინაცვლებს.

შუქრუთელების უწყვეტი საპროტესტო აქცია 11 სექტემბრიდან თბილისში პარლამენტის წინ გადაინაცვლებს. ასეთი განცხადება დღეს აქციის მონაწილეებმა გააკეთეს.

ოთხშაბათს, 7 საათზე შუქრუთელები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სამუშაოებს გამო დანგრეული სახლებისთვის კომპესაციას უკვე პარლამენტთან მოითხოვენ.

აქციის 5 მა მონაწილემ პირი ამოიკერა, 6 შიმშილობს. მოშიმშილეებისთვის დღეს სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.