საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულის შესახებ ამილახვარმა ბრიფინგზე განაცხადა.
აამილახვარის განცხადებით ის საქმიანიბას კერძო სექტორში განათლების სფეროში გააგრძელებს, საიდანაც 4 წლის წინ წამოვიდა, როდესაც ქართული ოცნების დეპუტატი გახდა.
საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გიორგი ამილახვარი 2023 წლის 20 მარტს დაინიშნა, ის იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.