October 6, 2024

საქართველოში ქარია მოსალოდნელი

6 ოქტომბერს, საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი.

meteo.gov.ge-ს თანახმად, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +27, +32°; მთაში +24, +29°; მაღალმთაში +20, +25°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +20, +25°; მთაში +20, +25°; მაღალმთაში +17, +22°.