October 24, 2024

ქუთაისში ამერიკიდან დაბრუნებული კაცის ოჯახში ჩხრეკა მიმდინარეობს

ამ წუთებში ქუთაისში ერთ-ერთ ოჯახში ჩხრეკა მიმდინაროებს. ზუგდიდის ქუჩაზე, ტყეშელაშვილების ოჯახში სამართალდამცველები დილიდან გამოჩნდნენ.

ოჯახის ინფორმაციით, სამართამცველებმა უთხრეს, რომ ჩხრეკა ქოლცენტრს უკავშირდება.

როგორც ოჯახის უფროსი ვალერი ტყეშელაშვილი აცხადებს, მათ ქოლცენტრებთან შეხება არ აქვთ და საგანმანათლებლო და სხვა კომპანიები აქვთ.

ტყეშელაშვილი რამდებიმე წელი ამერიკაში ცხოვრობდა და საქართველოში ახალი დაბრუნებულია.