ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10 საათის მონაცემებით, ქუთაისში ხმა 11 097- მა ამომრჩეველმა მისცა.
საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
საოლქო კომისიაში ამ დროისთვის 4 საჩივარია შესული.
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული საჩივრები საარჩევნო პროცესზე გავლენას ვერ იქონიებს