October 26, 2024

ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა რეგისტრირებული ამომრჩევლის 53, 27 პროცენტმა მიიღო

ქუთაისში საარჩევნო უბნები დაიხურა. #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, ხმის მიცემა ყველა უბანზე ზუსტად 20:00 საათზე შეწყდა და რაიმე შეფერხებას ადგილი არ ქონია.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 81 242 ადამიანმა მიიღო, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების 53, 27 პროცენტია. გასულ არჩევნებში მონაწილეობა 74 236 ამომრჩეველმა მიიღო. უბნებზე 33 საჩივარი დაიწერა.