October 31, 2024

ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო მუშაობას აჩერებს

ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო ხვალიდან, პირველი ნოემბრიდან მუშაობას წყვეტს. ათასობით დასაქმებული დროებით უმუშევარი რჩება.
ორივე საწარმოში 100%-იანი წილის მფლობელი “ჯორჯიან მანგანეზი“ კომენტარს არ აკეთებს.

„ბათუმელების“ ცნობით, კომპანიის საქმიანობის 5 თვის ვადით შეჩერების შესახებ გუშინ, 30 ოქტომბერს, შპს მაღაროელის თანამშრომლებს კომპანიის წარმომადგენელმა განუცხადა.

მანვე დასაქმებულებს უთხრა რომ აღნიშნულ პერიოდში ხელფასის 60%-ს მიიღებენ.