წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ხარჩილავა 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ხარჩილავას გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.
გია ხარჩილავა საქართველოში ერთადერთი მერი იყო, ვინც ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენდა .
მან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში გაიმარჯვა.
2006–2010 წლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.