November 16, 2024

ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღო

ხმაურიან სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარემ და მდივანმა 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს.

საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ 53.93% მიიღო. მანდატების რაოდენობა 89,

„კოალიცია ცვლილებისთვის“ 11.03 %, მანდატების რაოდენობა 19.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 10.17% მანდატების რაოდენობა 16,

კოალიცია „ძლიერი საქართველო“ 8.81% მანდატების რაოდენობა 14,

გახარია საქართველოსთვის 7.78 %. მანდატების რაოდენობა 12.

დღევანდელი დღიდან 10 დღის ვადაში პარლამენტის სხდომა უნდა დაინიშნოს.

არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ოპოზიცია.