November 20, 2024

საჩხერე-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.