December 3, 2024

ქუთაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აქცია გამართეს

ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აქცია გამართეს. მეათეკლასელებმა მოსწავლეებმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება გააპროტესტეს.

მათი თქმით, სურთ ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება და არ ეთანხმებიან კურსის ცვლილებას.

ქუთაისში საპროტესტო აქცია რამდენიმე სკოლის მოსწავლემ უკვე გამართა.

რაც შეეხება პროტესტის, აქცია გრძელდება და ქართული ოცნების გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ხალხი დღესაც მერიასთან შეიკრიბება.