პარტია „ახალის” ლიდერი ნიკა გვარამია და „გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია „გირჩი-დროას“ ოფისთან პოლიციამ დააკავა.
ამ წუთებში ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს.
დაძაბული სიტუაცია იყო ოფისის შესასვლელთან. გვარამია პოლიციისგან მოითხოვდა მიეცათ მისთვის უფლება ოფისში შესულიყო და ჩხრეკას დასწრებოდა.