December 12, 2024

ქუთაისის მერიის წინ პროტესტის მონაწილეებმა კარვები გაშალეს

საპროტესტო აქცია გრძელდება ქუთაისში. მომიტინგეები კვლავ მერიის წინ იკრიბებიან, სადაც ამ წუთებში კარვებს შლიან.

მათი თქმით, აქციები ყოველდღიურად გძელდება, წვიმამ, ხელი რომ არ შეუშალოთ, ადგილზე მისული ადამიანები, დროებით კარვებში გაჩერდებიან.

თბილისოს მსგავსად, ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ, მეთხუთმეტე დღეა მერიასთან იკრიბებიან, საიდანაც ქალაქის ქუჩებში მსვლელობას მართავენ.

აქციის მონაწილეები ახალ არჩევნებს და აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.