თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ნაწილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულის მიზეზი უამინდობაა.
„ძლიერი თოვის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ158 მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, – ნათქვამია განცხადებაში.