December 18, 2024

ზესტაფონში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 თვის ბავშვი ემსხვერპლა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 თვის ბავშვი დაიღუპა.

ადგილობრივების თქმით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.