ქუთაისის ტორპედოს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. Geo Team-ის ინფორმაციით, 57 წლის გერმანელი მწვრთნელი დირკ შუსტერი უკვე საქართველოშია.
ტორპედო შეთანხმებას ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
დირკ შუსტერს მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვადასხვას წლებში უმუშავია დარმშტადში, აუგსბურგში, ერცგებირგესა და კაიზერსლაუტერნში
2015-16 წლების სეზონში დირკ შუსტერი დარმშტადში მუშაობის დროს ბუნდესლიგის წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.
დირკ შუსტერი ტორპედოდან ახლახანს წასულ სტივ კინს შეცვლის.