January 7, 2025

ქუთაისში საშობაო მსვლელობა გაიმართა

ქუთაისში საშობაო მსვლელობა მოეწყო. შობის მახარობელმა, ბავშვებმა და სასულიერო პირებმა საშობაო საგალობლები შეასრულეს და ქალაქის ქუჩებში მსვლელობით ჩაიარეს.

მეალილოები ქუთათელ-გაენათელმა მეუფემ დალოცა.

ტრადიციულად, შეგროვდა ტკბილეული და ნობათი, რომელიც სხვადასხვა ცენტრის ბენეფიციარებს გადაეცემა.

ალილოს ტრადიცია პატრიარქმა 2000 წელს აღადგინა.