ქუთაისში უწყვეტი საპროტესტო აქციის 45-ე დღეს მოქალაქეები ქალაქის მერიის წინ ისევ შეიკრიბნენ.
სამოქალაქო აქტივისტები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით ქართული ოცნების ძალადობრივ ქმედებებს აპროტესტებენ.
მათი მოთხოვნები უცლელია – ახალი არჩევნები და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება.
„ჩვენი სათქმელი არის იგივე – გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები, რომლებიც ყავთ მძევლად აყვანილი. ჩვენ ვითხოვთ ამ ადამიანების გათავისუფლებას. შემდეგ – ამ კრიზისიდან, რომელიც არის ახლა ქვეყანაში ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები”, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა მიშიკო მუმლაძემ.