January 14, 2025

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე გაიმართება. პროკურატურა მას ბრალს სდებს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – მას ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მზია ამაღლობელს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.