დღეს საყოველთაო გაფიცვას უერთდება ქუთაისი. ბიზნესისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები სხვადასხვა სფეროებთან ერთად, წყვეტენ მუშაობას 3 საათით და საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას – “იფიცება საქართველო”. უერთდებიან. მოქალაქეები ქუთაისის მერიის წინ შეიკრიბებიან. გაფიცვის მოთხოვნებია ახალი არჩევნები და რეჟიმის პატიმრების განთავისუფლება.
January 15, 2025