January 15, 2025

გაფიცვის პარალელურად მოქალაქეები ქუთაისის მერიასთან იკრიბებიან

ბიზნესისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების გაფიცვის პარალელურად ქუთაისში, მოქალაქეები ქალაქის მერიასთან იკრიბებიან.

სხვადასხვა პროფესიის ადამიანები “ქართული ოცნების” ძალადობრივ პოლიტიკას აპროტესტებენ.

გაფიცულები ახალი არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.

საყოველთაო გაფიცვა 18 საათამდე გრძელდება.