თავისუფლება სინდისის პატიმრებს – ამ შინაარსის ბანერი აკაკი წერეთლის უნივერსიტეტიდან გადმოფინეს.
უწყვეტი პროტესტის 65-ე დღეს აქციები ქვეყნის დიდ ქალაქებში გაიმართება.
პროტესტის ერთ-ერთი ეპიცენტრი ტრადიციულად იქნება ქუთაისი.
მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარება და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებაა. პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკვე 20 დღეა შიმშილობს. ადვოკატების ცნობით, მას გადაადგილება უჭირს.