უწყვეტი პროტესტი გრძელდება – 66-ე დღეს თბილისსა და რეგიონებში 10-მდე აქცია-მსვლელობა გაიმართება.
კერძოდ, 1 თებერვალს თბილისში 19:00 საათზე, საპროტესტო აქცია დაგეგმილია „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ და საქართველოს პარლამენტთან.
რაც შეეხება რეგიონებს: ახალციხეში, 18:00 საათზე, აქცია სახელწოდებით „- არა რუსულ რეჟიმს!“ გაიმართება შოთა რუსთაველის ძეგლთან;
ბათუმში, 15:00 საათზე, ერას მოედანზე, ველომსვლელობა „თავისუფლებისთვის და ახალი არჩევნებისთვის!“ 18:00 საათზე, ახალი თეატრის საპროტესტო სვლა რეგიონებში: მანიფესტი.
19:00 – სამშობლოს სამსახურში! – საკონსტიტუციო სასამართლოსთან; ზუგდიდში, 16:00 საათზე პრეზენტაცია: „როგორ დავამარცხოთ დიქტატორი“ (Megobar) ხოლო 18:00 საათზე, სამხარეო ადმინისტრაციის წინ აქცია სახელწოდებით – „ბრძოლა გამარჯვებამდე“;
თელავში, 18:00 საათზე მერიის წინ – „უწყვეტი პროტესტი თელავში“
ქუთაისში, მერიის წინ 19:00 საათზე, აქცია – „კი ევროპას, არა რუსეთს!“