ვასო აბაშიძის ახალი თეატრი განახლებული პროგრამით აჭარის და სამეგრელოს შემდეგ, მანიფესტით ქუთაისს ესტუმრა.
“ჩვენ ერთად გადმოვცურავთ ზღვას” – საპროტესტო გზავნილები გაფიცულმა მსახიობებმა ადგილობრივებს ას საფეხურიან კიბესთან გააცნეს.
პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობების ნაწილი შეუერთდა.