February 26, 2025

ქუთაისში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 4 მარტამდე ჩერდება

ქუთაისში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჩერდება. ააიპ ბაგა- ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ორი დღის განმავლობაში 27 და 28 თებერვალს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი შეჩერდება.

როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, ამის მიზეზი რთული მეტეოროლოგიური პირობებია.

ქუთაისის ბაგა-ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი 4 მარტიდან განახლდება.