ჭიათურელი მაღაროელები დაპირებულ ხელფასებს ითხოვენ. მათ ამ მოთოვნით დღეს ჭიათურაში აქცია გამართეს. მათი განცხადებით კომპანია “ჯორჯიან მანგანეზია” არ ასრულებს პირობას, რომლის თანახმად სამუშაოების შეჩერების მიუხედავად, მაღაროელებისთვის ხელფასების 60%-ს უნდა გაეცა.
აქციის მონაწილეებმა „ქართულ ოცნების” ხელისუფლებას მიმართეს და მოუწოდეს, როკმ კომპანიის მიერ მუშების მოტყუების საკითხით დაინტერესდეს.