March 23, 2025

ვანში კაცმა სანადირო თოფით მეზობელი მოკლა

ვანში კაცმა მეზობელი მოკლა. მკვლელობა რამდენიმე დღის წინ სოფელ შუაგორაში მოხდა.

მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. დანაშაულის იარაღი – სანადირო თოფი კი ამოღებულია.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.