ქუთაისში გრძელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების მოწესრიგება. მიმდინარეობს ზვიად გამსახურდიას და ირაკლი აბაშიძის ქუჩებზე მდებარე კორპუსების (მათ შორის ე.წ. „წიგნის სახლის“) ფასადების განახლება.
სრული რეაბილიტაცია უტარდება მე-17 სპორტული სკოლის კრივის დარბაზებსა და ადმინისტრაციულ შენობას.
სამუშაოების ერთი ნაწილი უკვე დასრულებულია. 2 210 474 ლარის ღირებულების პროექტს რგპფ აფინანსებს და გათვალისწინებულია კრივის დარბაზების, გასახდელების, სველი წერტილების, საუნის განახლება. განახლდება ადმინისტრაციული შენობის ოთხივე სართული, მოეწყობა სასტუმრო, შეიცვლება გადახურვა და კარ-ფანჯრები.
რეაბილიტაციის შემდეგ სპორტული სკოლა შეძლებს უმასპინძლოს საერთაშორისო ტურნირებს.